The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლორეტა შენგელია-აბაშიძე

ლორეტა შენგელია-აბაშიძე
Legal name:ლორეტა შენგელია
Date of birth:1942  (83 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1966 წელს.

1971 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას; გამოფენებში მონაწილეობს 1968 წლიდან; ნამუშევრები: წიგნის ილუსტრაცია - უ. შექსპირის ხუთტომეულში "რიჩარდ III" (1967); "ოტელო" (1982), "იულიუს კეისარი" (1986; სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" (1972), ო. იოსელიანის "მოთხრობები" (1973), იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება" (1978), ლ. ასათიანის "ლექსები" (1978), ი. ვ. გოეთეს "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი" (1983); მონაწილეა თბილისში გამართული გამოფენებისა (ახალგაზრდა მხატვართა 1966; სეზონური - 1969-1999; "საქართველო - 50" - 1971; "სსრკ-50" - 1972; "დიდება შრომას" - 1975; "ქართული წიგნის გრაფიკა და ესტამპი" -1978; "მხატვარი და გარემო" - 1979; "მხატვარი ქალები" - 1980; "გერმანელი და ქართველი მხატვარი ქალები" - 1995; "საბერძნეთი თანამრდროვე ქართულ ხელოვნებაში" - 1998; "ქართული ოფორტი" - 1999 და სხვა), აგრეთვე მსოფლიოს მრავალ ქალაქში მოწყობილი გამოფენებისა; მიღებული აქვს გრან-პრი ესტამპის საკავშირო გამოფენაზე (თბ., 1991); მისი ნამუშევრები დაცულია სურათების ეროვნულ გალერეაში, გერმანიის, რუსეთის, ბელგიის კერძო კოლექციებში; გრაფიკოსი, ფერმწერი; პროფესორი (1996).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.924;  ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 212-213

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: