Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეღიშე თათევოსიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ვაღარშაპატი, სომხეთი. დაამთავრა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი 1894 წელს. 1896–1901 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, 1901 წლიდან – თბილისში. საქართველოში იყო მხატვართა კავშირის სომხური სექციის ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. მონაწილეობდა რუსეთის მხატვართა კავშირის, "მირ ისკუსსტვას" გამოფენებში. 1922 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. უმთავრესად მუშაობდა პეიზაჟის, ყოფითსა და პორტრეტის ჟანრში. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია მკვეთრი კოლორიტი, ფერწერულობა. ძირითადი ნამუშევრები: "რ. სურენიანცის პორტრეტი" (1891), "უცხოობაში"(1895), "მეუღლის პორტრეტი" (1903), "არაგაწი" (1917), "ავტოპორტრეტი" (1933), "კომიტასის პორტრეტი" (1935) (ყველა სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი). გარდაიცვალა თბილისში. სომეხი ფერმწერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.450 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |