Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ფურცელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურდიული განყოფილება 1927 წელს. 1926-1938წწ. საქართველოს კომუნალურ ბანკში მსახურობდა; 1938-1940წწ. რეპრესირებულ იქნა; 1941 წელს მიიწვიეს საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტში მთამსვლელობის კურსის წასაკითხად. ომის პერიოდში არმიის რიგებშია, სადაც ეწეოდა მუშაობას სამთო მომზადების დარგში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში პრეზიდენტის თანაშემწედ, ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად, მეცნიერებათა აკადემიის სწავლულ მდივნად, ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1969 წელს სადოქტორო დისერტაცია. მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ძირითად პროფესიას მიუძღვნა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, მონოგრაფიები, განსაკუთრებით ისტორიული სამართლებრივი ძეგლების კვლევას. გამოიკვლია და გამოსცა XVIII-XIX სს. მიჯნის სამართლის ძეგლები "სამოქალაქოს ჰსჯულვილება" და "სამართალი ბატონისშვილის დავითისა". აღსანიშნავია ქართული სამართლის წიგნების ახალი რუსული თარგმანები, განსაკუთრებით აკადემიის გამოცემა "ვახტანგ VI-ის კანონები" (1980, რუსულ ენაზე), "იურდიული ტერმინოლოგიის" ერთ-ერთი შემდგენელი (1963). აღსანიშნავია მისი საქმიანობა მთამსვლელობისა და ტურიზმის დარგში. ჯერ კიდევ 1929 წელს ლ. მარუაშვილთან ერთად 5 დღეში გაიარეს თრიალეთის ქედი თბილისიდან ბორჯომამდე. მას შემდეგ არაერთ მოგზაურობაში მიიღო მონაწილეობა. ამ საკითხებზე მან გამოაქვეყნა რიგი სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ქართული ალპინიზმის და ტურიზმის საკითხებს შეეხება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "მთამსვლელობა საქართველოში. 1923-1950", რომელიც თანაავტორობით არის შედგენილი. მის სპორტულ თემებზე შექმნილ ნაწერებს მიმზიდველობას მატებს მთის ტურიზმით თვით ავტორის გატაცება და მთამსვლელობის შემეცნებითი მხარით დაინტერესება. შეადგინა რიგი წერილები მთამსვლელობაზე, რომლებიც გამოსცა კრებულ "კავკასიონზე". იგი ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელიცაა. იურდიული მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი, მთამსვლელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.431; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.252-253 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |