Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ქურდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს. 1954-1967წწ. მუშაობდა მთავარ კონსტრუქტორად კვების მრეწველობის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში; N1 ღვინის ქარხნის მთავარ ინჟინრად; შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორის მოადგილედ; მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა და განახლდა "სამტრესტი"–ს სისტემის 100-ზე მეტი საწარმო, რომლებიც აღიჭურვა თანამედროვე მანქანა-იარაღებით და მოწყობილობებით; 1966-1968წწ. მივლინებული იყო ბულგარეთში, სადაც მისი ხელმძღვანელობით აშენდა ორი დიდი სიმძლავრის შამპანური ღვინოების ქარხანა; 1967-1998წწ. იყო "სამტრესტის" მმართველის მოადგილე; 1998 წელს შექმნა შპს "ღვინის სახლი", ხელმზღვანელობდა სპეციალური ღვინის მაღაზიების ქსელს; 20 წელი ხელმძღვანელობდა გამომგონებელთა შემოქმედებით კოლექტივს; მრავალი გამოგონებისა და რამდენიმე წიგნის ავტორია; მიღებული აქვს 20-ზე მეტი ჯილდო; ინჟინერ-მექანიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999); პროფესორი (2000); გამომგონებელი, რაციონალიზატორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.900; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.50 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |