The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ყიფიანი

ნინო ყიფიანი
სხვა სახელი:ნინუცა ყიფიანი
ნუცა ყიფიანი
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1920  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის გალავანი, ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ჩართული იყო ეროვნულგანმათავისუფლებელ მოძრაობაში, რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს. სავარაუდოდ, ნინო ყიფიანი 1904 წლის აპრილის ჟენევის ინტერპარტიული კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო. მკვლევარი თამაზ ჯოლოგუა ვარაუდობს, რომ კონფერენციაზე "ტეზრელის" ფსევდონიმით წარდგენილი მოხსენება, სადაც ავტორი ასაბუთებდა საქართველოს დამოუკიდებლობის აუცილებლობას, ნინო ყიფიანს ეკუთვნოდა. ნიკოლოზ ყიფიანის ქალიშვილმა, განათლება ბრიუსელის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო. ის იყო რუსეთის იმპერიიდან პირველი იურისტი ქალი, რომელმაც ბრიუსელში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იგი მონაწილეობდა ქართველი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნების საქმეში. 1920-იანი წლების დასაწყისში სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა ტუბერკულოზით მძიმედ დაავადებული ქვიშხეთში, პაპისეულ სახლში გარდაიცვალა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი, ელისაბედ და ბარბარე ყიფიანების და.

წყარო: ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.-162-163


გააზიარე: