Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეკა ჭაბაშვილი![]()
Biographyდაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს(საკომპოზიციო). 1995–1996წწ. იყო "ART salon"-ის დირექტორი; 1996–1999წწ. კინოსტუდია "მემატიანე"–ს მუსიკალური რედაქტორი და კომპოზიტორი; 2004 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში; იყო "თანამედროვე პროფესიული მუსიკის განვითარების ცენტრის" დირექტორი; საკრავების თეატრი "სენსუსი"–ს დამაარსებელი და დირექტორი; 2009 წლიდან არის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(კომპოზიცია), 2013 წლიდან ასოცირებული პროფესორი; საქართველოსა და უცხოეთში(აშშ, ლიტვა, ბრიტანეთი) საერთაშორისო კონფერენციების, კონცერტების, ფესტივალების მონაწილე; თხზულებები: ოპერა – ოპერა–გამოფენა "მოხეტიალე სულები"; ბალეტები: "ციალი", "ფერხული სიკვდილთან"; სიმფონიები: N1 "კოსმოსი", N2 "იანი და ინი", N3 "უკუნითი უკუნისამდე"; საორკესტრო მუსიკა: სიმფონიური ტრილოგია "სხეულები", "ანდაზები", "აქსიომა", "მოზაიკა", კონცერტი საქსოფონის, არასტანდარტული ორეკსტრისა და გუნდისათვის(1992), "მოზაიკა" ჩაფიქრებული იმპროვიზაცია სოლო ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის(1996); კამერულ–ინსტრუმენტული: საფორტეპიანო "პანორამა", "დიფსომანია" სოლო არფის, პიესები სხვადასხვა ინსტრუმენტების შემადგენლობისათვის, სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1993), "გალერეა"(1992, აუდიო–ბგერითი ისტორია, 1994, საქართველოში პირველი შესრულება, 2007 – აშშ), იმპროვიზაცია დუეტისათვის(ფლეიტა და ფორტეპიანო ან ელექტრონიკა, 2002, პირველი შესრულება საქართველოსა და სომხეთში, 2006 – საფრანგეთში), "დიფუზია" ქართული ხალხური საკრავებისათვის(2006, სალამური, დუდუკი, დოლი, ფანდური–ჩონგური, ჭიანური); გუნდები: "ქორალი"(III პრემიერა გერმანია), "პოეტი"(1996, a cappella შერეული გუნდისათვის); საორგანო: მიკროორატორია "გალობანი სინანულისანი"; თეატრალური მუსიკა: "ალვა"(რუსთაველის თეატრი), "ხმაური და მძვინვარება" ჰოლოგრამული თეატრისათვის, "საკრავების თეატრი". წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 563; საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი: composersunion.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |