The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკა ჭაბაშვილი

ეკა ჭაბაშვილი
ოფიციალური სახელი:ეკატერინე ჭაბაშვილი
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს(საკომპოზიციო).

1995–1996წწ. იყო "ART salon"-ის დირექტორი; 1996–1999წწ. კინოსტუდია "მემატიანე"–ს მუსიკალური რედაქტორი და კომპოზიტორი; 2004 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში; იყო "თანამედროვე პროფესიული მუსიკის განვითარების ცენტრის" დირექტორი; საკრავების თეატრი "სენსუსი"–ს დამაარსებელი და დირექტორი; 2009 წლიდან არის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(კომპოზიცია), 2013 წლიდან ასოცირებული პროფესორი; საქართველოსა და უცხოეთში(აშშ, ლიტვა, ბრიტანეთი) საერთაშორისო კონფერენციების, კონცერტების, ფესტივალების მონაწილე; თხზულებები: ოპერა – ოპერა–გამოფენა "მოხეტიალე სულები"; ბალეტები: "ციალი", "ფერხული სიკვდილთან"; სიმფონიები: N1 "კოსმოსი", N2 "იანი და ინი", N3 "უკუნითი უკუნისამდე"; საორკესტრო მუსიკა: სიმფონიური ტრილოგია "სხეულები", "ანდაზები", "აქსიომა", "მოზაიკა", კონცერტი საქსოფონის, არასტანდარტული ორეკსტრისა და გუნდისათვის(1992), "მოზაიკა" ჩაფიქრებული იმპროვიზაცია სოლო ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის(1996); კამერულ–ინსტრუმენტული: საფორტეპიანო "პანორამა", "დიფსომანია" სოლო არფის, პიესები სხვადასხვა ინსტრუმენტების შემადგენლობისათვის, სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1993), "გალერეა"(1992, აუდიო–ბგერითი ისტორია, 1994, საქართველოში პირველი შესრულება, 2007 – აშშ), იმპროვიზაცია დუეტისათვის(ფლეიტა და ფორტეპიანო ან ელექტრონიკა, 2002, პირველი შესრულება საქართველოსა და სომხეთში, 2006 – საფრანგეთში), "დიფუზია" ქართული ხალხური საკრავებისათვის(2006, სალამური, დუდუკი, დოლი, ფანდური–ჩონგური, ჭიანური); გუნდები: "ქორალი"(III პრემიერა გერმანია), "პოეტი"(1996, a cappella შერეული გუნდისათვის); საორგანო: მიკროორატორია "გალობანი სინანულისანი"; თეატრალური მუსიკა: "ალვა"(რუსთაველის თეატრი), "ხმაური და მძვინვარება" ჰოლოგრამული თეატრისათვის, "საკრავების თეატრი".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 563; საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი: composersunion.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - საგუნდო მუსიკისა და ალკამაარის საორგანო მუსიკის კონკურსი, გამარჯვებული
  • 2007 - საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის კონკურსი, III პრემია, საგუნდო ნაწარმოები "ქორალი"
  • 2003 - საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი
  • 1996 - საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის კონკურსი, I პრემია, საფორტეპიანო ნაწარმოები "პანორამა"
  • DAAD–ის სტიპენდიანტი

გააზიარე: