შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის ფურცხვანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკის ფაკულტეტის იურდიული განყოფილება 1927 წელს. 1945-1947წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის დეკანი. 1964-1983წწ. სისხლის სამართლის კათედრის გამგე. 1983-1984წწ. სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრის გამგე. 1947-1951წწ. იყო საქართველოს პროკურორის პირველი მოადგილე. 1951-1954წწ. საქართველოს უმაღლესი სასამართლოს თავჯდომარე. გამოქვეყნებული შრომები: "პიროვნების ღირსებისა და პატივის დაცვა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში" (1949), "დანაშაული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ" (1960) და სხვა. სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სპეციალისტი; იურდიული მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.432 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |