Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრა ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხრეითი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1929 წელს. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება დაუკავშირა მთამსვლელობას. მონაწილეობდა საეტაპო მნიშვნელობის პირველ საბჭოთა ალპინისტურ ასვლებში: მყინვარწვერზე (1923), თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), ცენტრალური კავკასიონის დიდ ტრავერსზე (1940) და სხვ. აღმოაჩინა და შეისწავლა ბეთლემის გამოქვაბული, რის შესახებაც გამოაქვეყნა სტატია კრებულში. 1931 წლიდან - მთამსვლელობის უფროსი ინსტრუქტორი; 1936-1974წწ. - ალ. ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის პრეზიდიუმის წევრი; 1938-1939წწ. - დევდორაკის ალპინისტური ბანაკის სასწავლო ნაწილის უფროსი; 1944-1961წწ. - თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტის პედაგოგი და გამგე; 1954 წლიდან - საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე; 1960 წლიდან - საკავშირო კატეგორიის მსაჯი. ქართულ ენაზე თარგმნა ცნობილი ფრანგი მთამსვლელის მორის ერცოგის გახმაურებული წიგნი "ანაპურნა" (1974). 1994 წელს მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა მის მიერ 1913 წელს მშობლიურ სოფელ ხრეითში დაარსებულ სკოლას, მწვერვალს კავკასიონზე, ჭაუხების მასივში (1975), საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული რეფერენდუმით აღიარებულია მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად; 1983 წელს სოფელ ხრეითში, მამაპაპეულ სახლში გახსნილია მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი. პირველი ქართველი მთასვლელი ქალი, ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.327-328; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.56 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |