შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამბერკი ფუტკარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხრაწყარო, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა მ. აზიზბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტი 1936 წელს. მუშაობდა აზერბაიჯანის სსრ ნავთობსაძიებო დაწესებულებაში. 1960 წლიდან აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის ნავთობის საბადოთა ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მისი შრომები ეხება აზერბაიჯანული ნავთობისა და აირის საბადოთა გეოლოგიურ და აზერბაიჯანული გეოლოგების საკითხებს. გეოლოგ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1962). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.432 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |