The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეთერ ჭაბუკიანი

ეთერ ჭაბუკიანი
Date of birth:1 April, 1932
Date of death:13 April, 1968  (at 36 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1949 წელს.

1949 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტია. ეთერ ჭაბუკიანის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მარტა (ა. ადანის "ჟიზელი"), მზექალა (ს. ცინცაძე "ცისფერი მთის საუნჯე"), ბიანკა (ა. მაჭავარიანის "ოტელო"), ქუჩის მოცეკვავე (ლ. მინკუსის "დონ კიხოტი"), სამეფო თევზი (ბ. კვერნაძე "მხატვრის სახელოსნოში"), ხასინტა (ა. კრეინის "ლაურენსია"), ელეონორა დ'ესტე (ლისტის "ტორკვატო ტასო"), მარია (ასაფიევის "ბახჩისარაის შადრევანი"), პრინცესა ფლორინა (ჩაიკოვსკის "მძინარე მზეთუნახავი"). განსაკუთრებით გაითქვა სახელი სენ-სანსის "მომაკვდავი გედისა" და გლუკის "მელოდიის" შესრულებით, შ. გუნოს "ვალპურგიის ღამე". საცეკვაო ნომრები ოპერებში: ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი".  გასტროლებით სტუმრობდა სამხრეთ ამერიკას, ავსტრიას, არგენტინას, საფრანგეთს, უნგრეთს, პოლონეთს (თბილისის საბალეტო დასთან ერთად). ქართველი ბალერინა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.563; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.35

Awards and Honors

  • 1964 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: