Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ჭაბუკიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მ. პერინის კერძო საბალეტო სტუდია, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია 1923 წელს, ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1930 წელს. 1921 წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში; 1936–1961წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი–მოცეკვავე, 1961–1964წწ. საბალეტო დასის პედაგოგ–რეპეტიტორი; ასრულებდა სოლო ცეკვებს, სახასიათო როლებს; ქართული რეპერტუარი: მირზაია, ქართული, ალალმე(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), ქართული(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ქართული(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"), ქართული(შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა"); მონაწილეობდა საბალეტო დადგმებში: ოსური ცეკვა(ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), აღმოსავლელი ქალიშვილი(გრ. კილაძე "სინათლე", 1947, პრემიერა), ალალმე, ლეკური(დ. თორაძე "გორდა", 1949, პრემიერა); სხვა რეპერტუარი: მერსედესი(მინკუსი "დონ კიხოტი"), ბოშური ცეკვა(ჩაიკოვსკი "გედების ტბა"), სოლო(კრეინი "ლაურენსია"); ბალეტის მოცეკვავე ვახტანგ ჭაბუკიანის და. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 564; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.375 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |