შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ჭაბუკიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მ. პერინის კერძო საბალეტო სტუდია, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია 1923 წელს, ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1930 წელს. 1921 წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში; 1936–1961წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი–მოცეკვავე, 1961–1964წწ. საბალეტო დასის პედაგოგ–რეპეტიტორი; ასრულებდა სოლო ცეკვებს, სახასიათო როლებს; ქართული რეპერტუარი: მირზაია, ქართული, ალალმე(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), ქართული(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ქართული(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"), ქართული(შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა"); მონაწილეობდა საბალეტო დადგმებში: ოსური ცეკვა(ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), აღმოსავლელი ქალიშვილი(გრ. კილაძე "სინათლე", 1947, პრემიერა), ალალმე, ლეკური(დ. თორაძე "გორდა", 1949, პრემიერა); სხვა რეპერტუარი: მერსედესი(მინკუსი "დონ კიხოტი"), ბოშური ცეკვა(ჩაიკოვსკი "გედების ტბა"), სოლო(კრეინი "ლაურენსია"); ბალეტის მოცეკვავე ვახტანგ ჭაბუკიანის და. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 564; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.375 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |