შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თალალე (ქართლის კათოლიკოსი)![]()
ბიოგრაფიათალალე, თალილე, ქართლის კათოლიკოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში. იხსენიება "მოქცევაი ქართლისაის" მატიანეში ცხრა ცოლოსანი კათოლიკოსის შემდეგ. მოვსეს კალანკატუაცის ცნობით, თალალემ ალბანეთის კათოლიკოსის მიქაელის (708–742) სურვილის წინააღმდეგ ალბანეთის მთავარს ვარაზოს, მისსავე ბიძაშვილზე-ვარდანეპზე დაწერა ჯვარი, რის გამოც მიქაელმა თალალე და ახალდაქორწინებულები დაწყევლა. თალალეს მოღვაწეობის ხანაში ქართლის ეკლესია ცდილობდა მონოფიზიტობის აღმსარებელი ალბანეთის მოსახლეობაში ქალკედონური მრწამსის (დიოფიზიტობა) დანერგვას. თალალეს მოქმედება, როგორც ჩანს, ალბანეთის მთავრის ქართლის ეკლესიის გავლენაში მოქცევის სურვილით იყო ნაკარნახევი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.453
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |