შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ალხაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზარათი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტი. მე-2 მსოფლიო ომის დაწყების პირველივე დღეებიდან მონაწილეობდა ამ ომში ოფიცრის წოდებით; ომის დროს მოვლილი ჰქონდა აზიის და ევროპის ქვეყნები(მანჯურიიდან - გერმანიამდე). სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სტამბის ტექნიკურ დირექტორად, საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობაში ოფსეტური საამქროს უფროსად, მთავარ ტექნოლოგად, მთავარ ინჟინრად, ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის საწარმოო განყოფილების უფროსად, პოლიგრაფსამმართველოს უფროსის მოადგილედ, მეცნიერებათა აკადემიის სტამბის მთავარ ინჟინრად, სხვა თანამდებობებზე. კითხულობდა ლექციებს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პოლიგრაფიის ღვაწლმოსილი მუშაკი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |