შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსიკო მერკვილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭალატყე, ზესტაფონის რაიონი. გამომცემლობა "ცოდნის" და ამავე სახელწოდების წიგნების მაღაზიის მფლობელი; გაზეთ "სავაჭრო გზის" (1908) რედაქტორ-გამომცემელი. იგი ეწეოდა ფოლკლორულ-შემკრებლობით მოღვაწეობას. ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს აქვეყნებდა ჟურნალ "აკაკის კრებულში", გაზეთ "თეატრსა" და "ივერიაში". ცალკე წიგნებად გამოსცა "ხალხური ანდაზები და გამოცანები" (1898), "ხალხური აბრამისა და იობის ლექსი" (1898, 1903), ზღაპრების ორი პატარა წიგნი (1902), "ხალხური ვეფხისტყაოსანი" (1905). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.590 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |