შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კეკელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სურები, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1937 წელს. 1938-1941წწ. მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში; 1945-1951წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტში; 1951-1973წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში პირომეტალების ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1957-1969წწ. დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში. მეტალურგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1959). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 461; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 615 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |