The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე შიმკევიჩი

ალექსანდრე შიმკევიჩი
Date of birth:12 November, 1858
Date of death:1907  (at 48 years)
Burial location:ქ. თბილისი
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი.

1867-1875წწ. სწავლობდა სანკტ-პეტერბურგის კარლ მაის სახ. სკოლაში, 1883 წელს დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემია.

1885-1991წწ. იყო თბილისის საქალაქო არქიტექტორი; 1905-1906წწ. არქიტექტურისა და ხატვის მასწავლებელი თბილისის სამხატვრო სასწავლებელში; ძირითადად მისდევდა რენესანსულ, ბაროკოულ სტილიზაციას (ამ ხაზიდან გადახვევა იშვიათი იყო - "ისლამური სახლი" დ. უზნაძის N19; 1885); ავტორია რევოლუციამდელი თბილისის რამდენიმე უმთავრესი სახაზინო და საზოგადო შენობისა: სასამართლოს შენობა, კონსერვატორია, შოთა რუსთაველის სახ. თეატრი; 1892 წლამდე ხელმძღვანელობდა თბილისის ოპერის თეატრის მშენებლობას; საცხოვრებელი სახლები: პ. ინგოროყვას N6 (1886), დ. ჭონქაძის N8 (სიმკევიჩის საკუთარი სახლი, 1888), დავით აღმაშენებლის პრ., N79 (ანჯელო ანდრეოლეტის ყოფილი სახლი, 1901) და სხვა; 1880-1900 წლების თვალსაჩინო არქიტექტორი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა თბილისის მშენებლობაში; ეროვნებით პოლონელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.926; კარლ მაის სკოლის მეგობართა საზოგადოება: kmay.ru100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.309

Member of Organizations

  • თბილისის საქალაქო საკრებულო, დეპუტატი (1897-1901)

Share: