Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მედეა ჩახავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სერგიეთი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1943 წელს. 1943 წელს ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასში; არის ლირიკულ-კომედიური მსახიობი; მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ღრმა ფსიქოლოგიზმი, სცენური მომხიბვლელობა, ნატიფი გემოვნება, ღრმა განცდა, გარდასახვის იშვიათი უნარი, რაც ხელს უწყობს მსახიობს შექმნას ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული სახეები: ჯენევრა (ჯ. გოუსა და ა. დიუსოს "ღრმა ფესვები"), ნადია (მაქსიმ გორკის "მტრები"), გაიანე (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), ამარანტა (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ფეფელა (გ სუნდუკიანის "პეპო"), ოფელია, მარგარიტა (უ. შექსპირის "ჰამლეტი", "რიჩარდ III"), ზაბლონა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") და სხვა; მან გარკვეული წვლილი შეიტანა ქართული კინოს განვითარებაში; შექმნა ცქრიალას ("ჭრიჭინა"), თამროს ("გლახის ნაამბობი"), ნინოს ("ნინო"), მელანოს ("ბაში-აჩუკი"), ქეთო ტაბაღუას (ტელესერიალი "ძილის წინ") და სხვა საინტერესო ეკრანული სახეები. 2006 წელს შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.932; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.355 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |