| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის მეფერტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სტავროპოლი. დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი 1908 წელს. 1908-1935 წლებში მუშაობდა გეოლოგიური კომიტეტის კავკასიის სექციაში, 1935-1937 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ყაზახეთის სამეცნიერო-კვლევით ბაზაში (ალმა-ათა) გეოლოგად და ადგილობრივი სამთო ინსტიტუტის გეოლოგიის კათედრის ხელმძღვანელად. 1923-1931 წლებში მან ერთვერსიანი მასშტაბით აგეგმა დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი (ზემო იმერეთი, ქვემო რაჭა, ლეჩხუმი, სამეგრელო, გურია, აჭარა), აგრეთვე ახალციხის აუზი, ჯავახეთი, ნაწილობრივ თრიალეთი, რითაც ახალი და უფრო მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ამ რეგიონების გეოლოგიას. მან ფაუნისტურად დაასაბუთა ა. ჯანელიძის შეხედულება დასავლეთ საქართველოს პორფირიტული წყების ბაიოსური ასაკის შესახებ, დაადგინა ოკრიბის ბათური ნალექების თანმიმდევრობა და ასაკი, მნიშვნელოვნად დააზუსტა ცარცული სისტემის სტრატიგრაფია, შეიმუშავა პალეოგენური და ნეოგენური ნალექების დანაწილების იმ დროისათვის საკმაოდ სრულყოფილი სქემები; არსებითი ცვლილებები შეიტანა აღნიშნული რეგიონების ტექტონურ გაშიფვრაშიც; პირველმა სცადა დასავლეთ საქართველოს ტექტონური დარაიონება. გეოლოგი, საქართველოს მკვლევარი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ. 623
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

