Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ბატონიშვილი![]()
Biographyერეკლე II-ის შვილიშვილი, იულონ ბატონიშვილის ასული. განათლება მიიღო სამეფო კარზე და ოჯახში. 20 წლისა რუსეთის დედოფლის ფრეილინად დაინიშნა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა პეტერბურგის სამეფო კართან. თამარ ბატონიშვილი 1832 შეთქმულების აქტიური წევრი გახდა და ამ საქმეში რამდენიმე გავლენიანი მანდილოსანიც ჩააბა. აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების გეგმის შედგენაშიც. შეთქმულთა დამარცხების შემდეგ მას ჩამოართვეს უფლისწულის(ცარევნას) ტიტული და რუსეთში გადაასახლეს. დაკრძალულია მცხეთაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.457
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |