The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ემა ლალაევა-ედიბერიძე

ემა ლალაევა-ედიბერიძე
Legal name:ემა ლალაევა
Other name:ლალი  (Pseudonym)
Date of birth:1904
Date of death:1991  (at 87 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაიბადა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის, ყოფილი ერევნის (დღეს - თავისუფლების) მოედანზე მდებარე ფოტოატელიეს მფლობელის - არკადი ლალაიანცის (ლალაევის) ოჯახში. 1921 წლიდან სწავლობდა  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სახელოსნოში; 1924-1928წწ. სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში. 1928 წელს ოჯახური პირობების გამო, გამოვიდა სამხატვრო აკადემიიდან და გადაწყვიტა გადასულიყო მოსკოვში, დეკორატიულ განყოფილებაზე, მაგრამ ვერ განახორციელა ჩანაფიქრი და თბილისში დარჩა. 1938 წელს, მისი მეუღლე გიორგი ედიბერიძე რეპრესიის მსხვერპლი გახდა. 1945 წელს მხატვართა კავშირის წევრად მიიღეს, მაგრამ რეპრესირებული მეუღლის გამო მალევე გარიცხეს და აღარც აღუდგენიათ. საკუთარ ძალებს ცდიდა მხატვრობის თითქმის ყველა დარგში; ერთდროულად მუშაობდა, როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარ-დეკორატორი, მულტიპლიკატორი, კარიკატურისტი, წიგნის დიზაინერი, თეატრის მხატვარი, ტანსაცმლის დიზაინერი, ქმნიდა ექსლიბრისებს, აფორმებდა საბჭოთა ზეიმებს. შემოქმედებით ფსევდონიმად ირჩევს სახელს "ლალი" და ძირითადად ასე აწერს ხელს ნამუშევრებს. სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, მისი პირველი გამოფენა მხოლოდ 2001 წელს მოეწყო თბილისში. საქართველოში მოღვაწე სომეხი მხატვარი. 

წყარო: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფემინისტური ვებგვერდი: სამხრეთ კავკასია - ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.org


Share: