Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიტო ჭალაგანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. მარტვილის სამგალობლო სკოლის და მგალობელთა ოჯახის მეოთხე თაობის განთქმული წარმომადგენელი; სიცოცხლეში "სიმღერა–გალობის პაპა" უწოდეს; მრავალი მომღერლის, მგალობელის აღმზრდელი, მათ შორის: რაჟდენ ხუნდაძე, ანტონ დუმბაძე; ჰქონდა საგალობლის ჩაწერის საკუთარი ნიშნები, როგორც ამბობდნენ, "ჩამოანოტებდა ხოლმე"; როცა ჭყონდიდელი კათოლიკოსი წირავდა მარტვილის ტაძარში, უსათუოდ იწვევდა დიმიტრი ჭალაგანიძეს, ხოლო მას თან მიჰყავდა თავისი ვაჟი ანტონი (II ხმა) და თეიმურაზ გეგეჭკორი (I ხმა); თავისი სიმღერა–გალობით, საგალობელთა ცოდნით გაუოცებია ფ. ქორიძე და ა. ბენაშვილი; იყო ცნობილი ლოტბარი და სრული მგალობელი, რაც საგალობლის ყველა ხმის ცოდნას ნიშნავს. ბანი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 565; qwelly.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |