The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ ჭელიძე

ეთერ ჭელიძე
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1938
გარდაცვ. თარიღი:13 ნოემბერი, 1987  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი(საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1962 წელს(საფორტეპიანო).

1962–1987წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 200–მდე სიმღერის ავტორი; თანადამფუძნებელი კონცერტების: "მღერიან ექიმები", "მღერიან ჟურნალისტები"; თხზულებები: საბავშვო მიუზიკლი "დღეს", სიმღერები: "თბილისის ქუჩები", "ჭაღარა თბილისო", "ლურჯი აპრილი", "ვენაცვალე მაგ შენს თვალებს", "მდინარე ხიდის ქვეშ", "იას სინაზე მოვსტაცე", "მჯეროდა შენ დაგიტოვებ", "მცხეთა", "მაღლა, მაღლა", "ქართულო მიწაო", "მე მაინც მოვალ", "ყველაფერი სიყვარულს", "თევზები"(სატელევიზიო ფონდში ოქროს ნოტებით ჩაიწერა), "წყარო", "სიყვარულო, რა ხარო"; გასტროლები: სსრკ, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჩეხოცლოვაკია, რუმინეთი, ბალტიისპირეთი; გადაღებულია დოკუმენტური კინოფილმი "ეთერ ჭელიძის სიმღერები"(1970, რეჟისორი მ. კიტია); საქართველოს პირველი ვიდეო რგოლი, სიმღერა "ჩერვონა რუტა"; ესტრადის მომღერალი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 566

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - ბერლინის სატელევიზიო კონკურსი "წლის საუკეთესო სიმღერა"
  • იუნესკოს პრემია
    სიმღერა "ლურჯი აპრილის" შექმნისთვის
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: