Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე ქავთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზოვრეთი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1915 წელს. საქართველოში დაბრუნებისთანავე ნაფიც დამცველთა კოლეგიაში ჩაეწერა. დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921) პავლე საყვარელიძესთან ერთად ხელმძღვანელობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის "ალიონის" ჯგუფს (მისი ბეჭდვითი ორგანო იყო გაზეთი "ალიონი"), რომელიც ოპოზიციაში ედგა ნოე ჟორდანიას მთავრობას. საქართველოს "გასაბჭოების" შემდეგ კვლავ ადვოკატად მუშაობდა, გამოდიოდა დამცველად დიდ სასამართლო პროცესებზე. 1927–1928წწ. იყო ლიტერატურული გაერთიანება "არიფიონის" წევრი. 1937 წელს მონაწილეობა მიიღო რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში, რედაქცია გაუკეთა მთელ ლექსიკურ მასალას და ითავა ფრაზეოლოგიისა და მაგალითების დამატება. იყო იურიდიული ტერმინოლოგიის ერთ-ერთი შემდგენელი (გამოვიდა 1963 წ.). ორიგინალიდან თარგმნა სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", "ანტიგონე", პლატონის "სოკრატეს აპოლოგია", "კრიტონი", ციცერონის "პირველი სიტყვა კატილინას წინააღმდეგ", ოვიდიუსის "ჰეროიდები" და სხვა. ლექსიკოგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.442 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |