შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1950 წელს. 1950 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინსტიტუტში; 1956-1968წწ. ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის კვლევის რადიოფიზიკური მეთოდების ლაბორატორიას, 1959-1962წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; მისი შრომები ძირითადად ეხება "უცნაური" ნაწილაკებისა და მძიმე ბოზონური რეზონანსების თვისებათა კვლევას; მან განავითარა ელემენტარული ნაწილაკების რეგისტრაციისა და ექსპერიმენტული მასალის დამუშავების მეთოდიკა; 1965 წელს მიიწვიეს ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრში (CERN, ჟენევა), სადაც მან ორი წელი დაჰყო; არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური სხივების მაღალმთიანი სადგურის (ცხრაწყაროს) ერთ-ერთი დამაარსებელი (სადგური მისი სახელობის იყო); 1972 წელს გამოიცა მისი რჩეული შრომები (რუსულ ენაზე); ნაპერწკლოვანი სტრიმერული კამერის (ელემენტარული ნაწილაკების სარეგისტრაციო ხელსაწყო) ერთ-ერთი შემქმნელი; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1970, ხარისხი მიანიჭეს გარდაცვალების შემდეგ). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.935 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |