Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინათინ ჩიჩუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1948 წელს. 1952 წლიდან მუშაობდა და 1957 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე; მისი კვლევის ძირითადი თემაა ძველი თბილისის საქალაქთმშენებლო ტრადიციები და მათი თანამედროვე მნიშვნელობა, აგრეთვე არქიტექტურის ისტორია და მათი თანამედროვე ქართული არქიტექტურული პრობლემები; კვლევის შედეგად მან პირველმა აღმოაჩინა ვახუშტი ბატონიშვილისეული თბილისის ტერიტორიის განაშენიანების უძველესი გეგმის შეთავსებულობა თანამედროვე განაშენიანებასთან, რის შედეგადაც გამოვლინდა და დაფიქსირდა ძველი და ახალი თბილისის საქალაქთმშენებლო სტრუქტურის იდენტურობა, ეს საფუძვლად დაედო შემდგომ კვლევებს თბილისის ქალაქთმშენებლობის საკითხებზე; მუშაობდა არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის დარგში;1967-1985წწ. საზოგადოება "ცოდნის" ხაზით კითხულობდა ლექციებს არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებაში; 2005 წელს მიღებული აქვს სტუ-ის უმაღლესი ჯილდო გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი; 2008 წელს ჟურნალმა "სახე(ლ)ები" წლის საუკეთესო პედაგოგად დაასახელა; პროფესორი (1996), არქიტექტურის დოქტორი (2001). მიღებული აქვს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მედალი (2004). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ. 935-936; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.642; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.94 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |