შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ჩიჩუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1948 წელს. 1952 წლიდან მუშაობდა და 1957 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე; მისი კვლევის ძირითადი თემაა ძველი თბილისის საქალაქთმშენებლო ტრადიციები და მათი თანამედროვე მნიშვნელობა, აგრეთვე არქიტექტურის ისტორია და მათი თანამედროვე ქართული არქიტექტურული პრობლემები; კვლევის შედეგად მან პირველმა აღმოაჩინა ვახუშტი ბატონიშვილისეული თბილისის ტერიტორიის განაშენიანების უძველესი გეგმის შეთავსებულობა თანამედროვე განაშენიანებასთან, რის შედეგადაც გამოვლინდა და დაფიქსირდა ძველი და ახალი თბილისის საქალაქთმშენებლო სტრუქტურის იდენტურობა, ეს საფუძვლად დაედო შემდგომ კვლევებს თბილისის ქალაქთმშენებლობის საკითხებზე; მუშაობდა არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის დარგში;1967-1985წწ. საზოგადოება "ცოდნის" ხაზით კითხულობდა ლექციებს არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებაში; 2005 წელს მიღებული აქვს სტუ-ის უმაღლესი ჯილდო გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი; 2008 წელს ჟურნალმა "სახე(ლ)ები" წლის საუკეთესო პედაგოგად დაასახელა; პროფესორი (1996), არქიტექტურის დოქტორი (2001). მიღებული აქვს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მედალი (2004). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ. 935-936; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.642; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.94 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |