Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მედეა ჩიხლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1954 წელს. 1955-1960წწ. მუშაობდა მხატვრად საბურთალოს რაიონის აგურის ქარხნის კერამიკულ საამქროში; 1961 წლიდან მოღვაწეობს სამხატვრო აკადემიაში. მან შეიმუშავა და სათავეში ჩაუდგა ბატიკის ყველა სახეობას, აღზარდა მრავალი მხატვარი, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებში; საინტერესო ნამუშევრები აქვს აგრეთვე კერამიკაში და ტრიკოტაჟის ხელოვნებაში: სერვიზი "ქორწილი", ძველი თბილისის მოტივები (თიხა, ჭიქური, 1966, მხატვრის კუთვნილებაა), პანო "ძველი თბილისი" (მაღაზია "ციცინათელა", 1970) და სხვა; მხატვარი-კერამიკოსი; არის პრაღის საერთაშორისო გამოფენის დიპლომის (1962) და ვილნიუსის საერთაშორისო სიმპოზიუმის დიპლომის (1975) მფლობელი. საქართველოში ბატიკის ხელოვნების დამფუძნებელი, პროფესორი (1991). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.936; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.282 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |