შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი მიზანდარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1959 წელს. 1959-1960 წლებში მუშაობდა მ. თოიძის სახელობის სასწავლებელში, 1960-1963 წლებში კი ქ. ჰანოის (ვიეტნამი) სამხატვრო ინსტიტუტში; 1964-1968 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი იყო, 1968-1970 წლებში კი კამპუჩიის სამეფო ხელოვნების უნივერსიტეტის კათედრის გამგე (1969 პროფესორი), 1970 წლიდან ისევ თბილისი სამხატვრო აკადემიის პედაგოგია. ნამუშევრები: "ოსვენციმი არ განმეორდება" (1959, ოსვენციმის მუზეუმი, პოლონეთი), თავისუფალი შრომის გმირი (1962, ჰაიფონი), ხო ში მინის პორტრეტი (1962, რევოლუციის მუზეუმი, ჰანოი; შესრულებულია ნატურიდან, პირი ქუთაისის ხელოვნების მუზეუმი), "რევოლუციონერის დედა" (1977, საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს ფონდი). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.679; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |