The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ყუბასარი

დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, სამეფო კარზე "გაზრდილი", გაქრისტიანებული "ნაყივჩაღარი". დემნა (დემეტრე) უფლისწულის აჯანყების დროს ყუბასარი ყივჩაღთა რაზმით გიორგი III-ის მხარეზე დადგა და მნიშვნელოვნად განაპირობა მეფის გამარჯვება, რისთვისაც ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის სახელოები მიიღო. მასვე ებოძა აჯანყებულთათვის ჩამორთმეული მამულების ნაწილი, მათ შორის სახელო მამულად - ივანე ორბელის ნაქონი ლორე. თამარის გამეფებისთანავე გიორგი III-ის მიერ დამცრობილ ფეოდალთა მოთხოვნით მეფე იძულებული გახდა დაავადებული ყუბასარისთვის სახელოები და ლორე ჩამოერთმია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ., 1986.-გვ.661


გააზიარე: