შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ყუბასარი![]()
ბიოგრაფიაXII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, სამეფო კარზე "გაზრდილი", გაქრისტიანებული "ნაყივჩაღარი". დემნა (დემეტრე) უფლისწულის აჯანყების დროს ყუბასარი ყივჩაღთა რაზმით გიორგი III-ის მხარეზე დადგა და მნიშვნელოვნად განაპირობა მეფის გამარჯვება, რისთვისაც ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის სახელოები მიიღო. მასვე ებოძა აჯანყებულთათვის ჩამორთმეული მამულების ნაწილი, მათ შორის სახელო მამულად - ივანე ორბელის ნაქონი ლორე. თამარის გამეფებისთანავე გიორგი III-ის მიერ დამცრობილ ფეოდალთა მოთხოვნით მეფე იძულებული გახდა დაავადებული ყუბასარისთვის სახელოები და ლორე ჩამოერთმია. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ., 1986.-გვ.661
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |