Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ციციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1902-1910წწ. სწავლობდა კადეტთა კორპუსში, ორიოლში, მაგრამ სამხედრო კარიერაზე უარი თქვა; 1911-1915წწ. სწავლობდა მონპელიეს აგროსასწავლებელში; 1915 წელს დაამთავრა დიჟონის აგრონომიისა და ენოლოგიის ინსტიტუტი მეღვინეობის დიპლომით. 1915-1918წწ. ხელმძღვანელობდა ბესარაბიაში, ყირიმსა და კავკასიაში რუსეთის საუფლისწულო მამულებში ღვინის წარმოებას; 1918-1920წწ. იყო ყირიმის მეღვინეთა საზოგადოების დირექტორი და ქართული კოოპერატივის თავმჯდომარე ყირიმში; 1920 წელს საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ნაფარეულის ღვინის მეურნეობას; 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო. მოღვაწეობდა ბონში, პარიზსა და ბორდოში. 1942 წელს ავადმყოფობის გამო სამსახურს თავს დაანება და ხელი მიჰყო ჟურნალისტურ და პუბლიცისტურ საქმიანობას. 1952 წელს ალექსანდრე მანველიშვილთან ერთად დააარსა ყოველთვიურ ფრანგულენოვან ჟურნალს L'Action Georgien, რომელიც 1953 წლიდან გადაკეთდა La nation Georgien-ად, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელი თავად იყო. საზოგადო მოღვაწე, მეღვინე. წყარო: ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია.-ტ.II/ გ. შრაძე.-თბ.,2001.-გვ.526–530
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |