The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ წერეთელი

ვასილ წერეთელი
Date of birth:1862
Date of death:1937  (at 75 years)
Category:Medical Doctor, Politician, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცხრუკვეთი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1883 წელს და 1884 წელს შევიდა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. ხალხოსნურ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისათვის 1887 წელს გარიცხეს უნივერსიტეტიდან. მოგვიანებით, 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

1898-1900წწ. იყო ჭიათურის საავადმყოფოს გამგე; 1900-1908წწ. საექიმო მოღვაწეობას ეწეოდა თბილისსა და თიანეთში; 1908 წლიდან მუშაობდა ქუთაისში, იყო ქუთაისის ამბულატორიის გამგე და ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის ჰიგიენის მასწავლებელი; ამავე პერიოდში ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. მისი წერილები ხშირად ქვეყნდებოდა გაზეთებში "დროება", "ივერია", "ცნობის ფურცელი", "იმერეთი", "საქართველო"; 1912 წელს იყო გაზეთის "იმერეთის" ერთ-ერთი ფუძემდებელი, შემდეგ კი - რედაქტორი; 1916-1917წწ. რედაქტორობდა ქუთაისში გამომავალ პოპულარულ გაზეთებს "სამშობლო" და "ჩვენი ქვეყანა". შეადგინა და გამოსცა "სამეცნიერო-საფილოსოფიო ტერმინოლოგია", რომელიც წარმოადგენდა ამ ხასიათის პირველ გამოცემას ქართულ ენაზე. იმავე წლებში აქტიურად იღვწოდა პოლიტიკურ სარბიელზეც. 1921 წლიდან ჩამოსცილდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას; 1921-1926წწ. საექიმო მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისში; 1926 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში; 1926-1930წწ. იყო ქართული სამედიცინო ჟურნალის "ჯანსახკომის მოამბე" რედაქტორი. 2012 წელს ვასილ წერეთლის სახელი მიენიჭა ჭიათურის ერთ-ერთ ქუჩას.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ. 306-307

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული პარლამენტის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-1921)
  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი (1917-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტია, წევრი (1900-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

Share: