The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მელიტონ ქანთარია

მელიტონ ქანთარია
Date of birth:5 October, 1920
Date of death:26 December, 1993  (at 73 years)
Burial location:ქ. ჯვარის მესამე საშუალო სკოლის ეზო. წალენჯიხის რაიონი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯვარი, წალენჯიხის რაიონი.

დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს იდრიცის კუტუზოვის ორდენოსანი 150-ე მსროლელი დივიზიის 756-ე მსროლელი პოლკის მზვერავი იყო. მონაწილეობდა ლიტვა, ბელორუსიის, პოლონეთის განთავისუფლებასა და ბერლინის აღებაში. 1945 წლის 30 აპრილის 22 საათზე, სერჟანტ მ. ეგოროვთან ერთად რაიხსტაგის გუმბათზე აღმართა გამარჯვების დროშა. ომის შემდეგ მუშაობდა სოფელ აგუბედიის კოლმეურნეობაში, შემდეგ მეშახტედ ტყვარჩელში. საბჭოთა კავშირის გმირი, სერჟანტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.454; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

Member of Organizations

  • საქართველოს სსრ II-VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს , დეპუტატი
  • სკკპ, წევრი (1947-)

Awards and Honors

  • 1946 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)

Share: