Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი კუბლაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს. 1986-1988წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1993-1994წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის სამართალმცოდნე; 1999-2000წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო - სამართლის ფაკულტეტი, მკვლევარი; 1997-2002წწ. ევროპული გამოცდილება კონფლიქტების მოწესრიგების კუთხით(ყოფილი იუგოსლავია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი); 1997-2001წწ. ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული კონფლიქტების მოწესრიგების ჯგუფის ეგიდით გამართული შეხვედრები, აშშ, ესპანეთი; 2007-2020 საჯარო ლექციები. სამუშაო გამოცდილება: 1993-1995წწ. საქართველოს პარლამენტი, წამყვანი სპეციალისტი; 1995-1997წწ. საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახური, კონსულტანტი; 1997-2004წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, განყოფილების უფროსი; 2004 საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში აპარატის, განყოფილების უფროსი; 2004-2005წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, მთავარი მრჩეველი, განყოფილების უფროსი; 2005-2006წწ. საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო, მრჩეველი; 2006-2007წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დეპარტამენტის დირექტორი; 2007-2009წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი; 2009-2013წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში; 2013-2018წწ. შავი ზღვის საერთასორისო უნივერსიტეტი მიწვეული ლექტორი(დოპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი; მოლაპარაკებები და კონფლიქტის მოწესრიგება); 2016 წლიდან "დიპლომატიური კლუბის" თანადამფუძნებელი; 2014-2018წწ. სტატიების ავტორი, ჟურნალ "ივერია"-ში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.102 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |