შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კვალიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მოხისი, ქარელის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1920 წელს. 1938-1973წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიის კათედრას; შეისწავლიდა შინაგანი ორგანოებისა და ძვლოვანი სისტემის რენტგენოდიაგნოსტიკის საკითხებს; შეადგინა რენტგენოდიაგნოსტიკის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1947), ექიმი-რენტგენოლოგი. რენტგენელოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 483; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 640 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |