შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ჩხაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი რკინიგზის სატრანსპორტო ფაკულტეტი სპეციალობით 1975 წელს. 1975-1980წწ. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის განყოფილებაში; 1980-1985წწ. იყო აღმოსავლეთ ციმბირის რკინიგზის სამმართველოს მოძრაობის სამსახურის უფროსის მოადგილე; 1985-1988წწ. - ამიერკავკასიის რკინიგზის მოძრაობის სამსახურის სახეობრივი დატვირთვის განყოფილების უფროსი და მოძრაობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; 1988-1992წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაგონმშენებლობის, სავაგონო მეურნეობის და სარკინიგზო ტრანსპორტზე გადაზიდვების პროცესების მართვის კათედრის გამგედ; 1994-1995წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 1995-1998წწ. - საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარე და საქართველოს ტრანსპორტის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე; 1995-2003წწ. წლიდან შპს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი; 1993-2004წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის რკინიგზის გადაზიდვების კათედრის გამგე; 2006 წლიდან არის საერთაშორისო გადაზიდვების ექსპერტი. დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს რკინიგზის აღორძინების საქმეში; მისი უშუალო თაოსნობით თბილისში აშენდა ახალი, ევროპული დონის სპორტკომპლექსი (გაიხსნა 2001 წლის 26 მაისს), რომლის შემადგენლობაშია "ლოკომოტივის" სტადიონი; რკინიგზის გზათა მიმოსვლის ექსპლუატაციის ინჟინერი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996); უილმინგტონის (აშშ) უნივესიტეტის პროფესორი (2000). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.939; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.154; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.278 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |