Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ჩხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. 1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში; I მსოფლიო ომში იბრძოდა კავკასიის ფრონტზე; 1917 წლის ოქტომბერში პოლკოვნიკის ჩინით დაბრუნდა საქართველოში და შეადგინა ქართული სამხედრო სკოლის პროექტი; 1919 წლის აგვისტოდან სკოლის უფროსის გენერალ გ. კვინიტაძის თანაშემწე იყო, შემდგომ კი - ნაცვალთა(უნტერ ოფიცერთა) ათასეულის უფროსი; მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველ იუნკერთა აღზრდაში; 1920 წლის 2 მაისს ღამით სამხედრო სკოლაზე ბოლშევიკების თავდასხმისას იგი პირადად გაუსწორდა რამდენიმე მეამბოხეს; 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს - სამხედრო სკოლის უფროსია; მისმა უნარიანმა ხელმძღვანელობამ დიდად განაპირობა იუნკერთა წარმატებები კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლაში; 1923 წელს ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, დაამთავრა პოლონეთის გენერალური შტაბის აკადემია და მარშალ პილსუდსკის ბრძანებით მიენიჭა გენერლის წოდება; მეთაურობდა პოზნანის ქვეით დივიზიას; იყო "ქართველ მხედართა კავშირის" საპატიო თავმჯდომარე; 1939 წელს, როდესაც პოლონეთში ორი მხრიდან შეიჭრნენ გერმანიისა - და სსრკ ჯარები, ტყვედ ჩაუვარდა რუსებს; 1941 წელს საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, უკანდახევისას, იგი რუსებმა დახვრიტეს; სამხედრო მოღვაწე, გენერალი (1923). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.939; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |