Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარი (ქართლის დედოფალი)![]()
Biographyთამარი, ქართლის დედოფალი XVII საუკუნეში გიორგი X-ის მეუღლე, ლუარსაბ II-ის დედა. თამარის მამა, გიორგი III დადიანი ოდიშის სამთავროში სალიპარტიანოდ სახელდებული მამულის მფლობელი იყო (ამის გამო იწოდებოდა ლიპარტიანად). თამარს ჰყავდა ორი და –ხორეშანი, რომლის სახელი დაარქვა თავის ერთერთ ასულს(შემდეგში მეფე თეიმურაზ I- ის მეუღლე), და მანია – რომლის ხელშეწყობით XVII საუკუნის დასაწყისში ხელნაწერი წიგნი "ცაიშის გულანი" შეიქმნა. თამარმა შვილთან ერთად მეუღლის – მეფე გიორგის მოსახსენებელი დააწესა სვეტიცხოველში, მისივე სულის სააღაპედ მთაწმინდის პორტაიტის ღვთისმშობლის მონასტერს მეჯვრისხეველი გლეხები შესწირა. მანვე თბილისის მელიქს ბაჟის აღების წესი განუსაზღვრა. თამარს ლუარსაბის საცოლედ მანუჩარ დადიანის ასული, მარიამი ჰყავდა შერჩეული და არ უნდოდა შვილის ქორწინება გიორგი სააკაძის დასთან, თუმცა მაინც გაუწია ანგარიში ლუარსაბის არჩევანს და ცნო ეს ქორწინება. 1614 წელს ირანის შაჰის აბას I-ის ერთ-ერთი შემოსევის დროს თამარი ეწინააღმდეგებოდა ლუარსაბის იმერეთის სამეფოში გახიზვნას, თუმცა უშედეგოდ. თამარმა გადაწყვიტა დარჩენა და დამპყრობელთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ურთიერთობის მოგვარება, მაგრამ ქართველ კარისკაცების ერთმა ჯგუფმა თამარის მიმართ იმდენად მტრული დამოკიდებულება გამოავლინა, რომ მისი ქონებაც კი ხელყო. გაძარცული და დამცირებული თამარი მცირე ამალის თანხლებით იძულებით გადაიხვეწა თავდაპირველად იმერეთის სამეფოში, მოგვიანებით ოდიშის სამთავროში, ხოლო მას შემდეგ, რაც ლუარსაბი შაჰ-აბასის ტყვეობაში აღმოჩნდა, იგი ირანში ჩავიდა და შაჰს შვილის გათავისუფლება თხოვა. შაჰის ბრძანებით თამარი ციხეში დაამწყვდიეს. გარდაიცვალა იქვე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.462
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |