The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუნუ ჭელიძე

Date of birth:12 October, 1945  (79 years)
Category:Musician, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი(საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1969 წელს(საფორტეპიანო).

1971–1993წწ. იყო საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიური ორკესტრის პიანისტი; 1973–1998წწ. რუსთავის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ფორტეპიანო, მეთოდიკა), 1996 წლიდან რუსთავის ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალური სკოლის პედაგოგი(ფორტეპიანო), 1991–2008წწ. რუსთავის მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე; 1998 წლიდან ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის პედაგოგი(მუსიკის ისტორია); 1993–2002წწ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მეთოდიკისა და პედაგოგთა მომზადების კათედრის მეცნიერ თანამშრომელი, დოცენტი; 2002–2014წწ. კონსერვატორიის ჩასაბერ საკრავთა კათედრის კონცერტმაისტერი; 1983 წელს დააარსა საფორტეპიანო დუეტი(მ. მშვილდაძესთან ერთად); ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას; საქართველოს XX საუკუნის საფორტეპიანო (სოლო, საფორტეპიანო დუეტები) მრავალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი და პროპაგანდისტი; ქართული რეპერტუარი: ვ. აზარაშვილი, რ. გაბიჩვაძე, ო. გორდელი, რ. ლაღიძე, ს. ნასიძე, ს. ცინცაძე, საფორტეპიანო დუეტები, აგრეთვე ს. ცინცაძის საფორტეპიანო პრელუდიები, ვ. აზარაშვილი(საქართველოს მაშტაბით 40 საიუბილეო კონცერტი), შ. მშველიძე(IV სიმფონიაში ორკესტრში საფორტეპიანო პარტია), სხვა რეპერტუარი: დასავლეთ ევროპის, რუსული კლასიკური და XX საუკუნის საფორტეპიანო მუსიკა, მათ შორის: ჰინდემიტი "Ludus tonalis"(2006, პირველი შესრულება საქართველოში), მესიანი "ჩიტების კატალოგი", "ამინთა ხილვანი", "ჰარავი", "ყრმა იესოს 20 მზერა", შტოკჰაუზენი "Klaviershtuk", აივზი "3 მეოთხედტონიანი L პიესა"; პიანისტი, კონცერტმაისტერი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "XX საუკუნის მუსიკის ათვისების თავისებურებები. XX საუკუნის საფორტეპიანო მუსიკა", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 567



Share: