The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლარიკ ჭეიშვილი

Legal name:ილარიონ ჭეიშვილი
Date of birth:10 February, 1932
Date of death:11 October, 2011  (at 79 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალური სასწავლებელი 1951 წელს, მოსკოვის კონსერვატორია 1956 წელს(ვიოლონჩელო).

1956 წელს დაბრუნდა სამშობლოში, დაიწყო აქტიური საშემსრულებლო და პედაგოგიური მოღვაწეობა; 1956–1966წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1957 წელს მის მიერ დაარსებული საქართველოს ტრიოს(რ. ასტახიშვილი – ფორტეპიანო, გ. ოქროპირიძე – ვიოლინო, ი. ჭეიშვილი – ვიოლონჩელო) წევრი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1961–1992წწ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ვიოლონჩელო), 1968 წლიდან დოცენტი, 1973 წლიდან სიმებიანი კათედრის გამგე და საორკესტრო ფაკულტეტის დეკანი, 1977 წლიდან პროფესორი; სსრკ მრავალი ქალაქის(ერევანი, ბაქო, რიგა, ვილნიუსი, ლვოვი, კიევი) კონსერვატორიაში სახელმწიფო გამოცდების თავმჯდომარე; მასტერკლასები: საქართველო, ერევანი, ბაქო, სოფია, პრაღა, ბუდაპეშტი, ქაირო; მრავალი საკავშირო კონკურსის ჟიურის წევრი; 1978 წელს პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; 1972 წელს მისი თაოსნობით თბილისში ჩატარდა მ. როსტროპოვიჩის კონცერტი ციკლი, რომელიც სსრკ–დან მის გაძევებამდე უკანასკნელი აღმოჩნდა; იმავე წელს მან საქართველოს ტელევიზიით გააკეთა მ. როსტროპოვიჩისადმი მიძღვნილი ვრცელი გადაცემა; 1992–2007წწ. იყო კაიროს(ეგვიპტე) კონსერვატორიის პროფესორ–ექსპერტი; ქართული რეპერტუარი: ს. ცინცაძე, ს. ნასიძე, ა. შავერზაშვილი, ა. მაჭავარიანი, ტ. ბაქრაძე, რ. ლაღიძე – ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი, ნ. გუდიაშვილი სამმაგი კონცერტი(1964, პირველი შესრულება საქართველოს ტრიოსთან ერთად), ს. ნასიძე საფორტეპიანო ტრიო(1970, პირველი შესრულება), ტ. ბაქრაძე ვიოლონჩელოს სონატა(1970, პირველი შესრულება), ა. შავერზაშვილი ვიოლონჩწელოს სონატა; სოლო კონცერტი: "კლასიკა და თანამედროვეობა", სადაც კლასიკურ მუსიკასთან ერთად სრულდებოდა ქართული მუსიკა; სხვა რეპერტუარი, კონცერტები: სენ–სანსი, ხაჩატურიანი, ჩაიკოვსკი; გასტროლები: სსრკ, პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, ბელგია, ეგვიპტე; ვიოლონჩელისტი, ანსამბლისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 566

Awards and Honors

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: