შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ქართველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიევი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1945 წელს. 1945-1957წწ. მუშაობდა თბილისში, მოსკოვისა და დონის როსტოვის საწარმოებსა და დაწესებულებებში; 1957-1969წწ. კათედრის დოცენტად საქართველოს პოლიტქნიკურ ინსტიტუტში; 1960 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის სამშენებლო-საგზაო მანქანებისა და მოწყობილობების, ხოლო 1979 წლიდან სამშენებლო ინდუსტრიული მექანიკის მოწყობილობების კათედრის გამგე. ი. ქართველიშვილს ეკუთვნის 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. იგი 30 გამოგონების, 1 მონოგრაფიისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორია. მეცნიერი საგზაო-სამშენებლო მანქანებისა და მოწყობილობების დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.463; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნეტ გამოცემა: news.gtu.ge; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 249-250 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |