შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლავრენტი ქართველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი ქ. სამტრედია. 1910-1914წწ. კიევის კომერციულ ინსტიტუტში სწავლობდა. სტუდენტთა შორის რევოლუციური მოღვაწეობისათვის დააპატიმრეს და 1914 წელს სარატოვის ოლქში გადაასახლეს. 1917-1918წწ. უკრაინის კომპარტიის შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი. საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარი ორგანოს ჟურნალის, "მნათობის" პირველი რედაქტორი. 1929 წელს იყო უკრაინის კპ ცკ-ის მეორე მდივანი. 1931 წლის 11 სექტემბრიდან, 1931 წლის 14 ნოემბრამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. სხვადასხვა წლებში პარტიულ თანამდებობებზე მუშაობდა დასავლეთ ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, უკრაინაში. ბრალი დასდეს კონტრტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრობაში. 1937 წელს დაპაატიმრეს და 1938 წელს დახვრიტეს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.463 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |