The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჯაბადარი

ალექსანდრე ჯაბადარი
დაბადების თარიღი:24 ივნისი, 1851
გარდაცვ. თარიღი:4 აპრილი, 1933  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის ახალი სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტროვსკოე-რაზუმოვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემიაში (ახლანდელი მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია).

სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის გაირიცხა აკადემიიდან. XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; 1827 წელს მისი თაოსნობით დაარსდა "წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა", მანვე გახსნა წიგნსაცავი-სამკითხველო ახალგაზრდობისათვის, აგრეთვე მოაწყო სტამბა და ცინკოგრაფია; გამოსცა ქართველ კლასიკოსთა თხზულებები; იყო ჟურნალ "მოამბის" დროებითი რედაქტორი (№№ 5-9) და საგამომცემლო საზოგადოების თავმჯდომარე (1894-1895); გაზეთ "ცნობის ფურცლისა" და მისი ყოველკვირეული "სურათებიანი დამატების" რედაქტორ-გამომცემელი (1901-1906). მისი მემუარები დაიბეჭდა ჟურნალ "მნათობში" (1934, №1-6). ქართველი საზოგადო მოღვაწე, რევოლუციონერი, რედაქტორ-გამომცემელი. ალექსანდრე ჯაბადარმა თავისი მდიდარი და იშვიათი ბიბლიოთეკა სიცოცხლეშივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა. კომპოზიტორ ერეკლე (ირაკლი) ჯაბადერის მამა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11.- თბ., 1987.- გვ. 522; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.585


გააზიარე: