The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჰაირი ჰაირიოღლუ

ჰაირი ჰაირიოღლუ
Legal name:ვახტანგ მალაყმაძე
Date of birth:1936
Date of death:2003  (at 67 years)
Burial location:ქალაქ ინეგოლის სასაფლაო, თურქეთი
Category:Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჰაირიე, ინეგოლი, თურქეთი.

სტამბოლის ილდიზის პოლიციის სკოლის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში, 1982 წლამდე მუშაობდა თურქეთის სამოქალაქო თავდაცვის სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას; აგროვებდა თურქეთის ქართველების ფოლკლორულ ნიმუშებს, იკვლევდა მუჰაჯირობის ისტორიას; 1968 წელს აჰმედ ოზქანთან ერთად გამოსცა წიგნი "გურჯისტანი"; თურქულად თარგმნა იაკობ გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა?!", მოამზადა, თარგმნა და ორ ტომად გამოსცა "ქართული საბავშვო ზღაპრები", ასევე მუჰამედ ვანილიშისა და ალი თადილავას "ლაზების ისტორია" (1992), ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ბერძენიშვილისა და სიმონ ჯანაშიას შრომების მიხედვით მომზადებული "საქართველოს ისტორია" (1997) და სხვ. რამდენიმეჯერ ეწვია საქართველოს, პირველად 1977 წელს. თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აჭარელ მუჰაჯირთა შთამომავალი.

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Share: