შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ქარუმიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თორტიზა, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1926 წელს. 1930-1960 წლამდე იყო მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური განყოფილების გამგე. 1943-1981წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მცენარეთა ქიმიური დაცვის კათედრის გამგე. შეისწავლა მცენარეთა მავნებლებისა და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები, კერძოდ, ნავთობის პროდუქტების, სინთეზურ-ორგანული პრეპარატების ეფექტურობა და სხვა. ავტორია ქართულ ("სოფლის მეურნეობის მავნებლებისა და ავადმყოფობათა წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური მეთოდები", თბ., 1950) და რუსულ ენებზე მცენარეთა ქიმიური დაცვის დარგში უმაღლესი სასწავლებლებისათვის პირველი სახელმძღვანელოებისა. აგროტოქსიკოლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1942). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.491 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |