Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ჩხეიძე![]()
Biographyსწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1943 წლიდან თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია; განასახიერა 150-მდე სხვადასხვა ხასიათის როლი, მათ შორის აღსანიშნავია თინათინი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ეკა (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), ლამაზისეული და მკითხავი (ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!"), ძიძა (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), პეპელა (გ. მდივნის "ვარდო"), მართა (ა. პარონიანის "ძია ბაღდასარი"), ეკა (რ. ჯაფარიძის "ჯარისკაცის ქვრივი"), კნეინა (შ. დადიანის "გუშინდელნი"), სოფიო (ა. წერეთლის "ბუტიაობა"), გადია (ნ. ლორთქიფანიძის "ჟამთა სიავე"), ცაცანა (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია") და სხვა; მისი შემოქმედება გამოირჩევა პროფესიონალიზმით, სცენური სიმართლით და იმპროვიზაციის ნიჭით; გადაღებულია ფილმებში: "მაგდანას ლურჯა", "კარდაკარ", "მიხა", "ერთი ცის ქვეშ", "მე ვხედავ მზეს", "ხათაბალა", "დათა თუთაშხია" და სხვა; დაწერა წიგნი თავის ძმაზე - "უშანგი" (1998). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.940; primenewsgeorgia.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.273 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |