შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სეხნია ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიაქართლის სამეფო კარის მოლარეთუხუცესი. მისი საისტორიო თხზულება "ცხოვრება მეფეთა" მოიცავს 1653-1739 წწ. პერიოდის ქართლ-კახეთის მეფეთა თავგადასავალს; ვახტანგ VI-ის თავგადასავლის გადმოცემისას საინტერესო ცნობებს გვაწვდის თბილისის დაუფლებისათვის კონსტანტინე კახთა მეფის (მაჰმადყული-ხანის) სამხედრო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ყიზილბაშთა დახმარებითა და ჭარელი ლეკების დაქირავებული რაზმებით იბრძოდა; ვახტანგის მარცხის ერთ-ერთ მიზეზად მემატიანე ქართლის მეფის მხრივ ძალთა რეალური თანაფარდობის შეუფასებლობას ასრულებს; ძრახავს კონსტანტინე კახთა მეფეს თბილისის "აოხრებისათვის": კახი ბატონი შეუხდა ქალაქსა, ააოხრა, ამოსწყვიდნეს მოქალაქენი, აიკლეს საქონელი ურიცხვი, შეუხდენ სიონსა, დასწვეს, შეადგინეს სიწმინდე, ხატი პატიოსნისა სიონთა ღუთის-მშობელი წაიღეს, დღესაც არ ვიცით რა უყვეს". წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.941; http://qim.ge/sexnia%20chxeidze.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |