The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე თარგამაძე

კონსტანტინე თარგამაძე
Date of birth:15 September, 1910
Date of death:3 April, 1994  (at 83 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგორზღვა, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სატყეო ტექნიკური ინსტიტუტი 1934 წელს.

1937–1952 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1938 წლიდან იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) სატყეო მეურნეობის ეკონომიკის და ტყის ტაქსაციის კათედრის გამგე (1983 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ამავე კათედრის პროფესორი), 1953–1956 წლებში კი-ინსტიტუტის რექტორი. კონსტანტინე თარგამაძე მუშაობდა სატყეო მეურნეობის ეკონომიკის პრობლემებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962). სატყეო ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში. მეტყევე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. -გვ.470-471

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: